„დიდი იმედი მაქვს, ამ ვიდეოს ნახვის მერე მაინც მიმიწვევთ ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თათია სამხარაძე ნათია ბერიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე
ჟურნალისტი, თათია სამხარაძე, რომელმაც შალვა რამიშვილს სასამართლო დავა მოუგო, სოციალურ ქსელში ჟურნალისტ, ნათია ბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და წერს.
„დიდი იმედი მაქვს, ამ ვიდეოს ნახვის მერე მაინც მიმიწვევთ ცეკვავენ ვარსკვლავებიში“, - წერს სამხარაძე.
ცნობისთვის, „პოსტვ“-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ სოციალურ ქსელში სამხარაძის ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული როცა თათია სამხარაძის თქმით შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით რომ არ შემავიწროვოსო. როგორი “მსხვერპლიც” ეს თათია სამხარაძეა ისეთი “მსხვერპლების” პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია სხვათა შორის პოსტივის და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს….“