„განათლების" კი არა "დაბნელების" მინისტრია“ - ანა დოლიძე გიორგი ამილახვარზე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე განათლების ახალ მინისტრზე, გიორგი ამილახვარზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამილახვარი არა განათლების, არამედ დაბნელების მინისტრია.
„ახალი განათლების მინისტრი ის კაცია, თავად რაღაც სტიპენდია მოუპოვებია და ცოტა ხანი გერმანიაში ყოფილა და ამის ფონზე ლამობდა რომ თუ ვინმე რამე ევროპულ სტიპენდიას მოიპოვებდა მისთვის "აგენტი" დაეძახა. ჯერ ხომ სულ კაპიკებია სტიპენდიები და გრანტები საქართველოში, ერთი- ორი სამეცნიერო გრანტია სულ, და ამ პირობებში ვინმე თუ რამეს დაწერდა და სწავლას ან კვლევას მოინდომებდა ბოლონიაში და ლუნდში, აგენტები უნდოდა რომ მათთვის ეწოდებინა. "განათლების" კი არა "დაბნელების" მინისტრია ეს“, - წერს ანა დოლიძე.