თეგებით ძიება

"სიკეთის გასაკეთებლად მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის - სიყვარული და შესაფერისი მიზანიც აუცილებელია" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია წერს, რომ ადამიანმა არამხოლოდ უნდა იცოცხლოს, არამედ იცხოვროს კიდეც.

"ამბობენ, რომ ისტორიის გზაზე მცოდნე კაცს ჩამორჩა კარგი კაცი.

სიკეთის გასაკეთებლად მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის - სიყვარული და შესაფერისი მიზანიც აუცილებელია.

ეს ტრივიალური ჭეშმარიტებაა და თითქოს ყველამ იცის, მაგრამ იცოდე, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ აკეთებდე.

ახალი დღე გათენდა - შეაზავეთ ერთმანეთს ცოდნა და ქცევა.

ეს დღეც სიტყვისა და კარგი საქმის გაერთიანების შესაძლებლობაა, რომელიც ღმერთმა კიდევ ერთხელ მოგვცა.

საკმარისი არ არის - უბრალოდ იცოცხლო.

უნდა იცხოვრო კიდეც", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა