თეგებით ძიება
22. 03. 2023 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა საგანგებო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მანამდე იაპონიის პრემიერი ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა, რომლის მცხოვრებლებსაც საოკუპაციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ.

კიშიდამ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ომისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენის პროცესში იაპონია ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა