რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაოების დაახლოებით 70% შესრულებულია - კახა კალაძე
ვიცი, რომ ბევრი ინტერესდება, როდის დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტი. გაცნობებთ, რომ უკვე შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 70% და მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტი დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, როდესაც თბილისის მერიასა და კომპანია „დოპელმაიერს“ შორის დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება.
საბაგიროს თავდაპირველ ლოკაციაში და შესაბამისად პროექტში 2012-2016 წლებში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა განსახლება. სამწუხაროდ, მოსახლეობასთან შეუთანხმებლობა პროექტის შეჩერების მიზეზი გახდა. ამ და სხვა პრობლემების გამო, საერთო ჯამში პროექტი შეჩერებული იყო 9 წლის განმავლობაში", - განაცხადა კალაძემ.