თეგებით ძიება

"ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე?! გამჭოლმა ქარმა გაციება იცის" - რას წერს რომან გოცირიძე?

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რითაც საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ეხმაურება.

რომან გოცირიძის შეფასებით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა.

„ბოიკოტისტობა“ რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები.

არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც“ - „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?“ დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა -მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით", - განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა