"სულ მიხარია საქართველოში დაბრუნება..." - რა ვიდეოს აქვეყნებს რომან დოლიძე?
UFC-ის მებრძოლმა, რომან დოლიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"სულ მიხარია საქართველოში დაბრუნება, ძალიან თბილად მხვდებით ქართველებო, რაც ძალიან მახარებს. რაც მთავარია, ჩემი მეგობარი, მთავარი გულშემატკივარი სულ ჩემთან არის. ლონდონში უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ამჯერად ვერ წამოვიდა, ვიზა არ მისცეს და ცოტა განაწყენებულია, მაგრამ არაუშავს, შემდეგში წამოხვალ“ - თქვა რომან დოლიძემ, რაზეც მამამ უპასუხა:
"აუცილებლად. სადაც უნდა იყოს, ნებისმიერ კონტინენტზე მოვდივარ შემდეგ ბრძოლაზე.“ - თქვა ნოდარ დოლიძემ.
ცნობისთვის, 19 მარტს, UFC-ის ორგანიზაციაში რომან დოლიძე (9) იტალიელ მარვინ ვეტორს (4) დაუპირისპირდა და დამარცხდა.