რუსეთის დუმის 20 დეპუტატს დაუსწრებლად 15-15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა
უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის 15-15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა რუსეთის დუმის 20 დეპუტატს.
"2022 წლის 15 თებერვალს, დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მიმართვას რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი, ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული რაიონების "დამოუკიდებლობა", 22 თებერვალს კი, მხარი დაუჭირეს უკრაინის ამ რეგიონებთან ე.წ. "მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების" რატიფიცირებას, რაც კრემლმა გამოიყენა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.