თეგებით ძიება

ვინმემ წაიყვანა, გაიტაცა... ეპილეფსიანია და შეიძლება სადმე წაიქცა, ან არ ვიცი - რას აცხადებს ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბიჭის დედა?

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბავშვის დედა შვილის გაუჩინარების სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიით, მშობელი გატაცებასაც არ გამორიცხავს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ბიჭს ეპილეფსიაც აქვს.

"ამ კორპუსის გარდა არსად წასულა. ბოლოს ვნახე დილის 11:00 საათზე, სახლის უკან თამაშობდა. მდინარესთან თამაშობდა, მაგრამ მერე სად წავიდა აღარ ვიცი. იცის ცურვა, მაგრამ ახლა ეს პერიოდი, სიცივეები რაც არის, წყალში არ შესულა. არსად არ არის, რა ვიფიქრო არ ვიცი. ვფიქრობდი, ვინმემ წაიყვანა, გაიტაცა. ეპილეფსიანია და შეიძლება სადმე წაიქცა, ან არ ვიცი..." - ამბობს დაკარგული ბავშვის დედა, თამარ ტყემალაძე.

ცნობისთვის, ბოლნისში სამძებრო სამაშველო ოპერაცია უკვე მეორე დღეა გრძელდება. მაშველები და პოლიცია დაკარგულ ბიჭს ეძებენ. 9 წლის ბავშვი სახლიდან 21 მარტს გავიდა და გაუჩინარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა