დასავლეთმა გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა.
"ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უკრაინისთვის არამხოლოდ ტანკების მიწოდება, არამედ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაც გამოაცხადა. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა, უკვე არა სიტყვიერად, არამედ საქმით. ამასთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ საპასუხოდ რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე ბირთვული კომპონენტის შემცველი იარაღის გამოყენებას იწყებს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.