ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა - რა ხდება პარლამენტში?
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრ ტარიელ ნაკაიძეს „ხალხის ძალის“ დეპუტატ, ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ჯერ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი, შემდეგ კი იგივე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.