თეგებით ძიება

"ფიქრობ, ოჯახზე, ახლობლებზე, დედაზე... კარგი იქნებოდა მყისიერი რეაგირება, პოლიციის გამოძახება, წივილ-კივილი, მტვრევა, ლეწვა" - რას წერს მაკო ჯაბუა?

ჟურნალისტი, მაკო ჯაბუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან რთული იყო, "პოს ტვ"-ის დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის შესახებ სიმართლე ეღიარებინა.

"ამ თემაზე, ამ ეტაპზე ბოლოა:  რამდენიმე პოსტი შემხვდა და კომენტარიც, რომ აი აქამდე სად იყვნენ, კარგია რომ ახლა მაინც თქვეს, აქამდე ამოეღოთ ხმა და ა.შ. 

სამწუხაროდ, არ ფლობთ ცოდნას მსხვერპლის (არ მიყვარს ეს სიტყვა) ქცევასა და ტრავმის გამოვლინებაზე. არც მე ვიცი ბევრი რამ და ცოტა ხნის წინ დავიწყე  "გაგების დონეზე გაგება". ამ თემაზე მომუშავე ხალხსაც ეშლება ბევრი რამ ).  კი, ძალიან კარგი იქნებოდა მყისიერი რეაგირება, პოლიციის გამოძახება, წივილ-კივილი, მტვრევა, ლეწვა და არა 5,6,7, 8 თუ 20 წლის შემდეგ, არამედ მაშინვე გვქონდეს ყველას ძალა, უნარი და გამბედაობა, რომ გავიაზროთ, დავალაგოთ და გავაკეთოთ...

სამწუხაროდ, არ ხდება ასე - ძალიან დიდია შოკი, დაბნეულობა და შინაგანი განცდები, რომელიც, იმ მომენტში გგონია, რომ გაგაგიჟებს. ქალებს წლები სჭირდებათ ამაზე ფიქრისთვისაც კი. ძალიან დიდი წნეხის, პატრიარქალური, კომპლექსებითა და სტერეოტიპებით სავსე გარემოში, რთულია იპოვო გამბედაობის პაწაწინა მარცვალიც, მართლა...

ბევრ რამეზე ფიქრობ, ოჯახზე, ახლობლებზე, დედაზე - აბა რას იტყვის, ეს როგორ გაიგებს, ამას რა რეაქცია ექნება, რა მოჰყვება...  ასეთ გარემოში, სადაც მხოლოდ შენი უსუსური სიტყვაა დიდი გავლენის, სიბინძურისა და ძალაუფლების წინააღმდეგ - რომ სუნთქავ იმის მტკიცებულებასაც მოგთხოვს ხალხი. მოკლედ, ეს არაა ისეთი მარტივი და თქვენი გადმოსახედიდან ნურასდროს შეხედავთ მსგავს თემებს, ნურც დასკვნებს დაწერთ, ნურც რჩევებს და ნურც საყვედურებს გვეტყვით  ნურც რამე მოლოდინი გექნებათ, რომ აი მთებს გადავდგამთ და გველეშაპს დავამარცხებთ, რაკი თქმა შევძელით.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებმაც ჩემი პოსტის პასუხად, თავადაც გაბედეს და მარტო არ დამტოვეს... ვიცი კიდევ ბევრნი ვართ დაზარალებულები (არა მსხვერპლი!) ერთად იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე გგონიათ! ღია ვარ თქვენთვის, თუ რამის გაზიარება მოგინდებათ", - წერს ჯაბუა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ ამხილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა