სასიხარულო ინფორმაცია - 9 წლის ბავშვი, რომელიც ბოლნისში დაიკარგა, იპოვეს
9 წლის ბავშვი, რომელიც ბოლნისში 21 მარტს დაიკარგა, იპოვეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, მოზარდი სხვა სოფელში, ქუჩაში აღმოაჩინეს.
ბავშვს ოჯახში რამდენიმე წუთში დააბრუნებენ.
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
9 წლის ბიჭი სახლიდან გუშინ დილის 11 საათზე გავიდა და მას მერე არ ჩანდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.