უკრაინაში კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ბავშვებიც
ურაინაში, ზაპოროჟიეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია - 7 და 9 წლის . ჰოსპიტალიზებულია 11 ადამიანი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, შვიდი კი საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.