2022 წელს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა - რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ 2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
"2023 წლის იანვრიდან ვაგრძელებთ ვაჭრობის ზრდას. ექსპორტის 85%-ით გაიზარდა, იმპორტი 40%-ით. რუსეთის 71 რეგიონი ინარჩუნებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოს რესპუბლიკასთან, რაც არის საკმაოდ ბევრი.
ცალკე აღვნიშნავ, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვლის საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა საქართველოს რესპუბლიკის ყველა სავაჭრო პარტნიორს შორის 16%-ზე მეტი წილით, რომელმაც ამ სტატისტიკით ტრადიციულ ლიდერს, თურქეთსაც კი გაუსწრო“, - აღნიშნა მან.