საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, იტალიაში, სეზონურ და არასეზონურ სამუშაობზე დასაქმდნენ - რა ინფორმაცია ვრცელდება?
2023 წლის 26 იანვარს ძალაში შევიდა იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის დეკრეტი (ე.წ. “Decreto flussi“) მიგრაციული ნაკადების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"დეკრეტი განსაზღვრავს იტალიის ტერიტორიაზე უცხოელი მუშახელის (იგულისხმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები) შესვლის კვოტას.
დეკრეტში საქართველო პირველად მოხვდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს იტალიაში, დაქვემდებარებული, სეზონური და არასეზონური სამუშაოს შესრულების მიზნით დასაქმდნენ.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ, დასაქმების მიზნით, იტალიის ტერიტორიაზე შესვლა შეძლოს, იტალიელმა დამსაქმებელმა იტალიის კომპეტენტურ ორგანოში უნდა წარადგინოს ინდივიდუალური და სახელობითი მოთხოვნა.
წყარო: exclusivetv.ge