თეგებით ძიება

„ეს არის ჩემი ბრძოლა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მარტყოფში 350 წიგნი ჩაიტანეს. 

„ეს არის ჩემი ბრძოლა.

განათლების გავრცელება. სოფელ-სოფელ, კარდაკარ სიარული. ეს ბრძოლა რთულია, შრომით და ტალახით სავსე, მაგრამ მართალი და სიმბოლური. დღეს მარტყოფში ჩავედით. და აქაც სიმბოლომ შემახსენა თავი. 1700 - არ მოგესმათ, 1700 სოფელი მოვიარეთ უკვე. ხან დღეში ხუთ სოფელს ვსტუმრობდი. მეტიც იქნებოდა, რომ არა ჩემი ერთწლიანი მოწყვეტა და უძალობა. მაგრამ არა უშავს. ესეც, ალბათ ამ გზის ნაწილია. გზის, რომელსაც თქვენთან ერთად მივუყვები. გზის, რომელიც უფრო განათლებულ და ნათელ საქართველოს გულისხმობს.

ამჯერად მეგობარი სკოლა სკოლა XXI საუკუნე • School XXI Century ამოგვიგდა გვერდით და მარტყოფში 350 ახალი წიგნი ჩავიტანეთ“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა