თეგებით ძიება

საკვებს არ იღებს კი არა, ვერ იღებს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა

„ეს მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მოწამლული ადამიანისთვის, რომელიც ვერ იღებს, არ იღებს კი არა, ვერ იღებს [საკვებს].

მე არ გამიგია, რომ ექიმებს არ [ენდობა]. ახლა ჰყავს მას ექიმი, ქალბატონი ლუიზა, რომელსაც ძალიანაც ემორჩილება. მე არ გამიგია, რომ არ ემორჩილება.

მათი რეკომენდაცია თუ არის, რომ უნდა მიიღოს 1500 კალორია, ვერ იღებს და მთელი მაგის პრობლემა ეგ არის. ის პოლონელი ექიმები ან ჩამოვლენ ან არ ჩამოვლენ", - განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა