ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების წევრი, ანასტასია გუბანოვა იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გამოსვლის უფლების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
თავისუფალი პროგრამა 24 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ამ გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ისტორიაში პირველად მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.