თეგებით ძიება

ტექინსპექტირების არგავლის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლითაც იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა, ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემა, რომელსაც პერიოდული ტექინსპექტირება არ აქვს გავლილი, გამოიწვევს დაჯარიმებას.

ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად გადაცემა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.

იმავე სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე– 500 ლარის ოდენობით.

ხსენებული სამართალდარღვევის გამო დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ყოველ განმეორებით სამართალდარღვევაზე ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე - 700 ლარის ოდენობით.

კანონი მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე–60 დღის ვადაში ამოქმედდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა