თეგებით ძიება

სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე ისაუბრეს.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვიცხადა", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. საელჩო აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ სახალხო დამცველის მთელ გუნდს.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა