თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს ახლა კლავენ - გიორგი ჩალაძე "ვივა მედის" განცხადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედის" განცხადებას ეხმაურაება და ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან დიპლომატები აშშ-სა და ევროპაში.

"ვიდრე ამ ეთერში განცხადებას გავაკეთებდით, მომხდარი არის აშშ-ში და ევროპაში სრული კომუნიკაცია ყველა წამყვან სააგენტოს ხელმძღვანელთან. ყველა საქმის კურსშია და დიდი იმედი მაქვს, პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებისთვის საკმარისი დრო გვეყოფა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ცოცხალს მივუსწროთ. ამას მოჰყვება ძალიან კონკრეტული შედეგები, პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა დეკლარირებულად კლავენ", - თქვა გიორგი ჩალაძემ.

შეგახსენებთ, "ვივა მედმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა პენიტენციურ დაწესებულებას მიმართავს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა