თეგებით ძიება

საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას

ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე მმართველ გუნდს მიმართავს და ამბობს, რომ მათი ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით ელოდებათ. 

„ქართველ ხალხს უნდა ევროპაში ცხოვრება. ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ევროპაში უნდათ ცხოვრება და არა რუსულ ბოსელში. ამიტომ, ამაში ჩვენ ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარებიან. დალაგებული ხომ გქონდა ბიძინა ყველაფერი, სანამ ეს ახალგაზრდები არ გამოვიდნენ? ხომ აშანტაჟებდი დასავლეთს, „კი, რაღაცები არ მაქვს კარგად მოწყობილი, მაგრამ სიწყნარე ხომ არის?“ მაგრამ აგიყირავათ ამ ახალგაზრდობამ ყველაფერი თქვენ და რუსებს? ქოცებო... 

რას რისკავთ საერთოდ? ბიძინა როგორ რისკზე მიდიხარ გააზრებული თუ გაქვს? იცით როგორ არის? რისიც გეშინიათ ის დაგემართებათ. არავინ არ გემტერებათ, ყოველ შემთხვევაში მე არ გემტერებით. იმ დღესაც პარლამენტში ხომ გითხარით? გადაგაგდებთ ბიძინა და გამოგახმობინებთ ამ კანონს მეთქი.

48 საათში ჯერ მწვანეს მიაჭირეთ, მერე წითელს, სად არის თქვენი პრინციპულობა? ახლა ამიტომ ხართ აჭრილები. მუშტებზე ის იყურება, ვინც დამნაშავეა და თქვენ ხართ დამნაშავეები. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე თქვენ არ გასწორდებით. თქვენთვის ცუდი ამბები გელოდებათ. ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია. საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ“, - აცხადებს სანიკიძე ტვ „პირველთან“. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა