თეგებით ძიება

რესპუბლიკური საავადმყოფო იხურება, შენობას კი ანგრევენ? - თამარ გაბუნიას განმარტება

რესპუბლიკური საავადმყოფო იხურება, შენობას კი ანგრევენ. 30 აპრილამდე მედიკოსებიც და პაციენტებიც სხვადასხვა კლინიკაში უნდა გადანაწილდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია და პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას.

როგორც გაბუნია აცხადებს, იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციას, აღჭურვას და მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ასევე მათი დასაქმების კუთხით. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა