მუხიანში, ლიფტში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - ცნობილია დანაშაულის მოტივი
მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში 64 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციამ დააკავა.
დაკავებული 45-წლამდე ასაკის მამაკაცია. მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ნარკოტიკებია.
იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნებოდა და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ცნობისთვის, დღეს დილით მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნებოდა და ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი 64 წლის რამაზ ბასილაძეა, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობდა.