თეგებით ძიება

მაგდა პაპიძე ჟურნალისტს უჩივის - რა ინფორმცია ვრცელდება?

ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული, მაგდა პაპიძე "ჯორჯიან თაიმსს" უჩივის. ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „ჯორჯიან თაიმსის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მაგდა პაპიძე.

სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში გავიდა 2023 წლის 23 იანვარს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა მისი და მისი ოჯახის მიმართ. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები", - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 23 იანვარს გავრცელებულდა ინფორმაცია, თითქოს მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა