უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის ექსპრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს.
"მოიხსნა თუ არა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ მოხსნილა, გაიზარდა. ყოველი დღე, როდესაც უცხოური იარაღი მიეწოდება უკრაინას, საბოლოოდ ეს აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს...
მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რუსეთის გადაწყვეტილების, ან მისი პრეზიდენტის ან უზენაესი მეთაურის გადაწყვეტილებას, გაეკეთებინათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და არასწორად გათვალეს. შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა, ჩვენთან დოკუმენტისთვის რომ მოეწერათ ხელი", - განაცხადა რუსეთის ექსპრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.