თეგებით ძიება

ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“, - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მის კომენტარს გერმანიის საგარეო უწყება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთა და პრემიერთან. ბერბოკი ასევე შეხვდება ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და სტუდენტებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა