"ბოლო სერიაში რა ხდება, მხოლოდ მე, რუსები და ბელარუსები ვრჩებით საქართველოში?" - რას წერს გურამ შეროზია?
რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეების აშშ-ში მასიურ წასვლაზე წერს.
"რასაც ვუყურებ, მთელი საქართველო უკვე ამერიკაშია, ზოგი მექსიკიდან, ზოგი გვატემალა-ნიკარაგუადან, ზოგი ვიზით და მერე დარჩენით და რა ვიცი... თან სულ ნარჩევი, ნიჭიერი, კარიერისტი, განათლებული ხალხი (ნუ სხვანაირებიც, ყველანაირი)...
ჰოდა ბოლო სერიაში რა ხდება, მხოლოდ მე, რუსები და ბელარუსები ვრჩებით საქართველოში?", - წერს გურამ შეროზია.