თეგებით ძიება

ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ყოველ წუთს შეიძლება, სააკაშვილი ციხეში გადაიყვანონ, ხელს რა შეუშლით?! - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროსასამართლოში სარჩელი დღესვე შეიძლება შეიტანონ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ციხეში გადაიყვანონ.

„მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა გუშინ, ჟურნალისტებს გავუზიარე და აზრი ჯერჯერობით არ შემიცვლია, მაშინვე ვიფიქრე, რომ მის ციხეში დაბრუნებას გეგმავენ. არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

ექიმი რასაც ჰქვია, ექიმებმა ვერ უნდა შეძლონ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაში მისი კარგად ყოფნა ჩაწერონ. მე არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველ წუთს შეიძლება გადაიყვანონ, რატომაც არა?! ხელს რა შეუშლის? ფაქტია, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. „ვივამედის“ მედპერსონალი როგორ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მთლიანად პენიტენციურს ემორჩილებიან“, - აღნიშნა ალასამიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა