"საკმაოდ აგრესიული იყო“ - რუსთავის ავტო ბაზრობაზე გიურზა იპოვეს
სოციალურ ქსელის მომხმარებელი, მალხაზ გაბესკირია წერს, რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე გიურზა იპოვეს.
"ჩემს მეგობარს დაურეკეს, რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. მან კი მე შემატყობინა. ავედით და მიუხედავად ვიწრო და მიუდგომელი ადგილისა, მაინც შევედი და გამოვიყვანე Macrovipera lebetina, იგივე გიურზა. აღსანიშნავია, რომ დაჭერისას საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდა. გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს. ხალხიც კმაყოფილი დარჩა, გველიც და ჩვენც. მადლობა იმ კარგ ადამიანებს, რომ დარეკეს ჩვენთან და თვითნებურად არ სცადეს დაჭერა ან მოკვლა. გველის სიგრძე დაახლოებით, 110 სმ-ს შეადგენდა. გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთს“, - წერს მალხაზ გაბესკირია.