გრუნტის გაჟღენთა არ უნდა მოხდეს, ღმერთმა დიდი წვიმა არ მოიყვანოს... - რას წერს თეა გოდოლაძე?
გეოლოგი, თეა გოდოლაძე რიკოთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის ზედაპირის ჩამოშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პრობლემა კომპლექსურია.
"ღმერთმა დიდი წვიმა არ მოიყვანოს ახლა, მაგაზე ვართ დამოკიდებული, გრუნტის გაჟღენთა არ უნდა მოხდეს...“, - ამბობს გოდოლაძე „პალიტრა ნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 13 მარტს რიკოთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოიშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თქმით, მიზეზი უხვი ნალექია.