თეგებით ძიება

საქართველოს იმედი არ მაქვს - რას ამბობს რუსეთის მიერ დაუსწრებლად გასამართლებული ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომელიც ქართული ლეგიონის კიდევ სამ წევრთან ერთად მოსკოვმა დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის იმედი არ აქვს.

"ამაყი ვარ რომ ვომობდი უკრაინაში ქართელ ლეგიონერებთან ერთად. თავიდანვე იყო მსგავსი საუბრები, რომ ამ ბიჭებს, ყველას, მიუსჯიდნენ პატიმრობას. მათ სურთ, რომ დააშინონ ჩვენი ბიჭები, თუმდაც მე, თუმცა ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებენ. რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა ფრონტის ხაზზე. ჩვენი სახელმწიფოს იმედი არ მაქვს და თავისთავად, დაცულადაც ვერ იგრძნობ თავს. ასე ღიად ვერაფერს მიიღებენ, უბრალოდ, შეუძლიათ რამე ისეთი ცუდი გააკეთონ ან ჩუმად გამიოტაცონ ან რაღაცა", - ამბობს ლაშა რუხაია. 

შეგახსენებთ, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ქართული ეროვნული ლეგიონის წევრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა