"თუ ადამიანს მუხრუჭები არ უვარგა, ზიანის მომტანია თავის თავისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც
გთავაზობთ, "აზროვნების აკადემიის" ლექციიდან, ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას სიტყვის ამონარიდს, რაც ნებისყოფას უკავშირდება.
ნებისყოფა:
არის მუხრუჭი, რომელიც თავის ტვინში პედალივით ფუნქციონირებს;
ნებისმიერ მანქანას თუ მსგავსი სისტემა არ აქვს, კატასტროფის მოტანა შეუძლია მძღოლისთვის, განსაკუთრებით, თუ ის დიდი სიჩქარით მოძრაობს.
ადამიანიც, თუ მას მუხრუჭები არ უვარგა, ზიანის მომტანია თავის თავისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც.