"ძალიან დიდი კაცი წავიდა..." - გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მუსიკოსი, გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ სვანური სიმღერის მემატიანე, ჯუმბერ მუკბანიანი გარდაიცვალა.
"ძალიან დიდი კაცი წავიდა. ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე. სვანური სიმღერის მემატიანე. ძალიან ტკბილი და თბილი კაცი! ჩემი დიდი მეგობარი, ჯუმბერ მუკბანიანი. ბატონი ჯუმბერი 2004 წელს გავიცანი. მაშინ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი ვიყავი და ვატარებდით ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალს. თეკლათის გუნდმა ლაურეატობა მოიპოვა. ასევე ჯუმბერ მუკბანიანს გადავეცით ფოლკლორის ეროვნული პრემია. ძალიან მიხარია, რომ მოვასწარი და სტუდიურად ჩავწერეთ ანსამბლის სიმღერები. დიდი მადლობა მას. იცხოვრა ისე, რომ ერთი წუთი არ უცხოვრია საქართველოზე ფიქრის გარეშე. უზომოდ დამწყვიტა გული და არასდროს, არასდროს დამავიწყდება მისი ამაგი ჩვენი ქვეყნის წინაშე!“, - წერს გიორგი უშიკიშვილი.
წყარო: digest.pia.ge