თეგებით ძიება

9 აპრილს რუსთაველზე შევიკრიბოთ მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საზოგადეობას 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

"არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა