ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა ოფიციალურად დაინიშნნენ
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ოფიციალურად დაინიშნნენ.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, სასიხარულო ინფორმაციას სპორტსმენის მამა, ბადრი კვარაცხელია ადასტურებს.
"დიახ, ვადასტურებ, რომ დაინიშნა. გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ქორწილს, ჯვრისწერას, რაც შეეხება, ალბათ, სეზონის დამთავრების შემდეგ იქნება. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ერთ დღეში, ერთ თვეში გადაწყვიტონ. პატარები აღარ არიან და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, ჩვენ კი მივესალმებით... მადლობას გიხდით ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის", - აცხადებს ბადრი კვარაცხელია.