მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია - ლევან ხაბეიშვილი
9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ ხალხის ხელშია.
„არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.