თეგებით ძიება

როგორ მოვძებნოთ მეორე ნახევარი დაბადების თარიღის მიხედვით - სიყვარულის ნუმეროლოგია

თქვენს დაბადების თარიღს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენთვის – მათ შორის იმისაც, თუ როგორ ადამიანებთან ურთიერთობა იქნება თქვენთვის წარმატებული (ან წარუმატებელი!). ამის შესახებ წაიკითხეთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ნუმეროლოგიას შეუძლია ახსნას ადამიანის ხასიათის ნებისმიერი თვისება. თქვენი დაბადების ზუსტი დრო და თარიღი უპასუხებს ბევრ კითხვას თქვენს ცხოვრებაზე და მიგანიშნებთ, თუ ვისთან ღირს (ან პირიქით – არ ღირს) ურთიერთობის დაწყება.უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა განსაზღვროთ ,,თქვენი რიცხვი’’ – ამის გაკეთება ძალიან მარტივია. მათთვის, ვინც დაიბადა თვის პირველიდან ცხრა რიცხვამდე, ეს რიცხვი – დაბადების დღის რიცხვია. თუ თქვენი დაბადების თარიღი ორი ციფრია, მაშინ ისინი უნდა შეკრიბოთ, ხოლო თუ რაოდენობა ცხრაზე მეტია, გაიმეოროთ პროცედურა. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 15 რიცხვში, მაშინ ექვსი იქნება თქვენი იღბლიანი რიცხვი, 1 + 5 = 6, ხოლო თუ 29, მაშინ ორი, 2 + 9 = 11, 1 + 1 = 2.

,,ერთიანის” ნიშნით დაბადებულები საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და ურთიერთობებში არ უყვართ დათმობებზე წასვლა. ასეთი ადამიანები, სერიოზულად უდგებიან ურთიერთობის დასაწყისს – მათთვის აუცილებელია ადამიანის უკეთ გაცნობა. ერთი ნახვით სიყვარული მათთვის არ არის. ასეთ ადამიანებს საუკეთესოდ შეეფერებათ 2, 4 და 6 რიცხვით დაბადებულები, მაგრამ უმჯობესია თავი აარიდონ ,,შვიდიანებს’’, ,,რვიანებს’’ და ,,ცხრიანებს’’.

ემოციური, ღია და შესაბამისად, ძალიან დაუცველი ,,ორიანები’’ ყოველთვის ისწრაფვიან ურთიერთობებში ჰარმონიისკენ და უსმენენ საკუთარ გულს და არა გონებას. ეს ხშირად მათ ვნებთ, მაგრამ თუ ასეთი ადამიანები რაიმეს გადაწყვეტენ, ბოლომდე მიდიან. 1, 3 და 6-თან ,,ორიანებს’’ კარგი ურთიერთობა ექნებათ – მაგრამ, არა მათთან, ვისი რიცხვიც არის 5 და 8.

 „სამიანი“ არის ეგოცენტრული, ამპარტავანი და იშვიათად უსმენს ვინმეს, საკუთარი თავის გარდა – საკუთარი აზრი ყოველთვის სხვაზე მნიშვნელოვანია. ისინი პარტნიორზე დომინირებას ცდილობენ და ეგოცენტრისტების ამბიცია ურთიერთობას არ შველის. თუმცა, ისინი იპოვიან საერთო ენას ,,ორიანებთან’’, ,,ექვსიანებთან” და ,,ცხრიანებთან’’ . თავი უნდა აარიდონ მათ, ვინც 1 და 9 ნიშნით დაიბადა.

ასეთი ადამიანები ხშირად ფეთქებადები არიან – და ამ მათ შეუძლიათ პარტნიორთანაც კი ვერ შეიკავონ თავი. ურთიერთობებში, ისინი შეჩვეულნი არიან დომინირებას – ტოტალურ კონტროლამდე. მაგრამ, სანაცვლოდ ისინი აუცილებლად შეეცდებიან შექმნან ძლიერი ოჯახი – მიუხედავად იმისა, რომ ,,ოთხიანები” მიდრეკილნი არიან გვერდით ეძებონ გასართობი. მათ შეეძლებათ დაამყარონ ურთიერთობა მათთან, ვისი რიცხვებია 1, 2, 7 და 8 – მაგრამ სხვა ,,ოთხიანთან” – არც კი სცადონ.

,,ხუთიანის” ქვეშ დაბადებულები, შეიძლება დაიღალონ გრძელვადიანი ურთიერთობებით. „ხუთიანებს“ ახასიათებთ გატაცება . ურთიერთობებში ინტიმი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – იმდენად, რომ საწოლში ექსპერიმენტების წინააღმდეგნი არ არიან. გარდა ამისა, ხშირია, რომ „ხუთიანმა“ საკუთარ თავში ან პარტნიორში ეჭვი შეიტანოს, ამიტომ „ორიანთან“ მათ ნამდვილად არა აქვთ საერთო გზა, მაგრამ იგივე „ხუთიანებთან“ ან „რვიანებთან“ შეიძლება კარგი ურთიერთობა გამოუვიდეთ.

„ექვსიანები“ ქარიზმატულები და მომხიბვლელები არიან, რაც მათ ეხმარება ნებისმიერის მოხიბვლაში – მაგრამ ყველაფერს აფუჭებს მოუსვენრობა და მარადიული ძიების სურვილი. დამშვიდება და დამკვიდრება ამ ადამიანებისთვის ადვილი საქმე არ არის, თუმცა ისინი მაინც განიცდიან ემოციურ მიჯაჭვულობას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უბრალოდ არ არსებობს სრულყოფილი დამთხვევები რიცხვებში (და ასევე შეუსაბამობები) ,,ექვსიანებისათვის” – ამიტომ ისინი ეძებენ სიყვარულს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს.

რომანტიკა, რომანტიკა და ისევ რომანტიკა – ეს „შვიდიანების“ დევიზია. ისინი ყოველთვის მზად არიან საჩუქრების გასაცემად, არაჩვეულებრივი პაემნების მოსაწყობად, გრანდიოზული ჟესტების გასაკეთებლად – მაგრამ პარტნიორისგანაც აუცილებლად იმავეს მოელიან და ხშირად იმედგაცრუებულნი არიან. სტრესულ სიტუაციებს ვერ ეგუებიან – რაც მეტი სიმშვიდეა ურთიერთობაში, მით უკეთესია მათთვის. ასეთი ჰარმონიის მიღწევაში, მათ აუცილებლად დაეხმარებიან ,,ორიანები”, მაგრამ ,,ცხრიანებთან” კი, პირიქით, უწყვეტი უთანხმოება ექნებათ.

,,რვიანები” არიან მესაკუთრეები, მაგრამ ,,სწორი” მესაკუთრეები. ისინი შეეცდებიან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას, რომლებშიც გრძნობებს არ დამალავენ – მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოუვათ. სხვათა შორის, სხვა ,,რვიანებთან” ერთად, შანსები ყველაზე მაღალია – მაგრამ დაუცველი ,,ორიანები” ვერ შეძლებენ მათ მისცენ ის, რასაც ეძებენ.

,,არასწორი” მესაკუთრეები ,,ცხრიანები” შეეცდებიან გააკონტროლონ პარტნიორის ცხოვრების ყველა ასპექტი, მაგრამ თავიანთი ემოციურობის გამო ვერ შეძლებენ ახსნან რა სურთ. თუმცა, ,,ცხრიანის” ნიშნით დაბადებული ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ ოჯახის გულისთვის. სხვა ,,ცხრიანებთან” და ,,ერთიანებთან” ურთიერთობა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კარგად დასრულდეს – მაგრამ მათთან, ვისი რიცხვებია 2 და 6 ყველაფერი კარგად იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა