თეგებით ძიება
23. 03. 2023 ვიდეო

"ძალიან ემოციურად ვარ ახლა" - კადრები საპატრიარქოდან (ვიდეო)

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიამ საპატრიარქოს ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პატრიარქის ნახვით გახარებულია.

"ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა დღეს, იმიტომ რომ უწმინდესს შევხვდი და ეს ძალიან დიდი მადლია. ძალიან ემოციურად ვარ ახლა, იმიტომ რომ ასე ახლოს მომეცა უწმინდესის ნახვის საშუალება. მით უმეტეს საიუბილეო თარიღებია მისთვის.

დიდი მადლობა მას რომ მიგვიღო ოჯახთან ერთად, უწმინდესს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“, - განაცხადა ფეხბურთელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა