თეგებით ძიება

ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება - თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ არხსენდება.

“ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება, არც პოლიტიკური პარტია, ეს თითქოს გერმანიებში და ინგლისებში განათლებამიღებული ხალხი ერთი ხელით სექსუალურ მოძალადეებს იცავენ გაგიჟებულები, მეორე ხელით კარგ ქართველ კაცს მუსლიმობის გამო “არცხვენენ”, იქით რუსულ კანონს გვტენიან და აქეთ მთელ პროგრესულ მსოფლიოს (კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ელჩებს, აგერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და რა ვიცი კიდევ ვის არა) რეალობას აცდენილებს ეძახიან და მერე ტელეკამერების წინ დადგება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ამგვარ ლეიბელინგს არ ვიზიარებო, და ამ მოძალადეების და დისკრიმანიის წამხალისებლებს იცავს და ეფერება”, - ამბობს ხიდაშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა