თეგებით ძიება

მუსიკოსი ბადრი სირაბიძე გარდაიცვალა

აჭარის აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი ბადრი სირაბიძე.

„კიდევ ერთი გამორჩეული ხელოვანი წავიდა...

ბადრი სირაბიძე

1967-2023წწ

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,, არსიანი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე ანსამბლის მუსიკოს -აკომპანიატორის ბადრი სირაბიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს!“ - წერია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა