თეგებით ძიება

„გადმოეთრიეთ მაგ მანქანებიდან, გაყიდეთ და ამ ბავშვებს დაეხმარეთ... ასე როგორ წირავთ“ - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ წერს და სახელმწიფოს მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

“აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ მედიკამენტი. თქვეებია, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ, აქციებს მართავენ.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს პირველ სართულზე გაიმართა აქცია. არც შეხვდა მინისტრი მშობლებს.

სტატისტიკაც არ არსებობს ზუსტი. ლაპარაკია მაქსიმუმ 30 ბავშვზე, რომელიც ამ დროისთვისაა გამოვლენილი.

მშობლები ამ წამალს ვერ გასწვდებიან. სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ძვირია.

დიაგნოზის მქონე ადამიანების ძვლოვანი სტრუქტურა არაპროპორციულად ვითარდება, რაც დამატებით მძიმე პრობლემებს იწვევს.

ვიმეორებ, ამ დროისთვის მაქსიმუმ 30 ბავშვზეა ლაპარაკი, თავისი სახსრებით ოჯახები ვერ შეძლებენ ამ პრობლემის გადაჭრას.

წარმოუდგენელი უდინდისობაა. კორუფციაში იხრჩობით. ნათესავებს ჩუქნით მილიონიან ტენდერებს. მილიონებს ხარჯავთ ავტოპარკში.

გადმოეთრიეთ მაგ მანქანებიდან, გაყიდეთ და ამ ბავშვებს დაეხმარეთ.

ყოველი დღე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ასე როგორ წირავთ. ასეთი გარეწრები როგორა ხართ!” - წერს სანაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა