თეგებით ძიება

გემუდარებით, დაკითხეთ ჩინელი ინჟინერი – ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე

“გრინსერვისისის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, რომელიც  ვაკის პარკის საქმეზეა დაკავებული, ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ფურცხვანიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ სწორედ ჩინელ ინჟინერს შეუძლია ყველა კითხვას, პასუხი გასცეს, რადგან თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში მასზე უკეთ არავის შეუძლია.

„პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული.

დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, – განაცხადა სასამართლოზე ლაშა ფურცხვანიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა