სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება. ამის შესახებ ფაშინიანმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება და იგი დაეფუძნება უმაღლეს დონეზე მიღებულ ერთობლივ ოფიციალურ განცხადებებს. ახალი ესკალაცია არ იქნება! საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნარატივს“, - დაწერა სომხეთის პრემიერმა.