თეგებით ძიება

თინა კანდელაკი აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს და რუსებს გაგრაში ეპატიჟება (ფოტო)

რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი რუს ტურისტებს აფხაზეთში ეპატიჟება და თავად აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს. ამის შესახებ კანდელაკი საკუთარ „ტელეგრამ“ გვერდზე წერს.

„როგორც იქნა, ძალიან მალე სოჭი-გაგრის მიმართულებით ახალი მატარებელი „ლასტოჩკა“ იმოძრავებს. გვპირდებიან, რომ ის უკვე აპრილიდან ამოქმედდება. ახლა უკვე ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გათბნენ ულამაზესი თეთრი კლდეების გარემოცვაში და დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური. კარგი, ისაა რომ მატარებლით თქვენ ისე გაივლით სასაზღვრო კონტროლს, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ. თუ ყველაფერი  კარგად იქნება, მალე ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართულებით, სხვა ქალაქებიდან ახალი რეისებიც დაინიშნება” – წერს კანდელაკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა