უკრაინელებმა ნოვა კახოვკა გაათავისუფლეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა ნოვა კახოვკა გაათავისუფლეს. გენშტაბის ცნობით, რუსებმა ქალაქი დატოვეს.
„22 მარტის მდგომარეობით, საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის უახლოესი სახლების შემოვლა საარსებო წყაროს გამო. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები წაიღეს“, - აცხადებენ გენშტაბში.