თეგებით ძიება

გასულ წელს, ევროკავშირში თავშესაფარი 25 000-ზე მეტმა ქართველმა ითხოვა

2022 წელს, ევროკავშირში დროებითი თავშესაფარი საქართველოს 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა.

თავშესაფრის თხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს უსწრებს. გამონაკლისია თურქეთი.

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით (პირველ ჯერზე) საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ:

საფრანგეთს - 8905 განაცხადი;

გერმანიას - 7965 განაცხადი;

იტალიას - 3240 განაცხადი;

ირლანდიას - 2705 განაცხადი;

ბელგიას - 840 განაცხადი;

ესპანეთს - 660 განაცხადი;

შვეიცარიას - 660 განაცხადი.

გასაჯაროებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ წინა რამდენიმე წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიმართვების რაოდენობა, თუმცა ეს რიცხვი ჩამორჩება 2015 და 2016 წლების მონაცემებს, როცა თავშესაფარს 1 მლნ ადამიანი ითხოვდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა