ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი - ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს დაშვებისას პრობლემა შეექმნა?
"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვებისას გარკვეული სახის პრობლემა შეიქმნა.
ამასთან, მოკვლევის დასრულებამდე რა გახდა პრობლემის მიზეზი, ზუსტი ინფორმაცია უცნობია.
გერმანული გამოცემის, Spiegel-ის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რადგან მანამდე ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი.
ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.