თეგებით ძიება

"გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია... იცით ეს რას ნიშნავს?!" - ნიკოლოზ რაჭველი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელოვანი, გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია.

"გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტიაააააააააა!!!!!!!!!!!!!

იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე უსაზღვროდ პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, თან მას შემდეგ რაც 7-8 მარტის აქციების დარბევაშიც მოყვა და გაზის კაფსულებს თუ წყლის ჭავლს ვერც ერთ დღეს გადაურჩა… მერე გაფრინდა თელავივში, პირველი და მეორე ტურის ურთულესი პროგრამები ბრწყინვალედ დაუკრა და მსოფლიოს წამყან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირესეული ადგილი მოიპოვა!!!

ვერც კი აღვწერ რა ბედნიერი ვარ!", - წერს რაჭვველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა